ჩვენ შესახებ

საქმიანობა და მისია

თითქმის ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელსაც გაკვეული შეხება აქვს გარე ბაზართან და უცხოელ პარტნიორებთან, სჭირდება მთარგმნელობითი მომსახურება. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს წერილობითი თარგმანის სფეროში და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროფილის სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან.

ჩვენ ვთარგმნით ეკონომიკურ, სამედიცინო, ტექნიკურ, სამეცნიერო, იურიდიულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მასალებს ქართული, რუსული და ინგლისური ენებიდან და ჩვენი მისიაა კომპლექსური ლინგვისტური მომსახურებით კულტურათშორისი საქმიანი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

რას წარმოვადგენთ

„ტრანსლიტი“ გახლავთ კვალიფიციური მენეჯერების და მთარგმნელების გუნდი, რომელიც წარმატებულ პროფესიონალთა არაფორმალური კავშირიდან ჩამოყალიბდა ძლიერ, დინამიკურ და სანდო ორგანიზაციად.