კითხვა - პასუხი

რამდენია მინიმალური შეკვეთის ზომა?

ჩვეთან მინიმალური შეკვეთის ზომა განისაზღვება 9000 სიმბოლოთი (დაახლოებით 5 სტანდარტული გვერდი).


სათარგმნი სად მოგაწოდოთ?

სათარგმნი მასალა უნდა გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე info@translit.ge


როგორია ანგარიშსწორების პირობები?

ჩვეთან ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო გადარიცხვის გზით, შესაბამისი ინვოისის საფუძველზე. ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება, გადახდის წესს არეგულირებს აღნიშნული ხელშეკრულების პირობები. ხოლო ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთანაც ხელშეკრულება არ გვაკავშირებს მომსახურების საფასურს იხდიან წინასწარ, სათარგმნი მასალის მოცულობის მიუხედავად.


ტელეფონზე ხომ მეტყვით რა დამიჯდება თარგმნა და როდის იქნება მზად?

თარგმნის საფასურის და ვადების განსაზღვრა ხდება მხოლოდ სათარგმნი მასალის უშუალო შეფასების შემდგომ, ტრანსლიტის თანამშრომლების მიერ.


ჩვენ მხოლოდ 4 გვერდი გამოგიგზავნეთ და ამდენი რატომ გამოვიდა?

მოგეხსენებათ, რომ ერთ გვერდზე შეიძლება დავატიოთ აღნიშნულზე გაცილებით დიდი მოცულობის ინფორმაცია შრიფტის ზომისა და ველების შემცირების ხარჯზე. ჩვენ მიერ განსაზღვრული ფასი ვრცელდება 1 სტანდარტულ გვერდზე, რომელიც მოიცავს 1800 სიმბოლოს გამოტოვებების ჩათვლით (1800 characters with spaces), რაც დაახლოებით 250 სიტყვაა.


ვებ-გვერდის ბმული რომ გამოგიგზავნოთ გვეტყვით რა დაგვიჯდება თარგმნა?

სასურველია სათარგმნი უნდა გადმოგვიგზავნოთ Word-ის ფორმატით, რათა სრული სიზუსტით მოხდეს სიმბოლოების კალკულაცია. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სკანირებული სახით. სხვა ფორმა მიუღებელია.


სათარგმნი მაქვს რამდენიმე აბზაცი/1 გვერდი და ხომ მოესწრება დღეს?

ჩვენი თარჯიმნების გრაფიკი, როგორც წესი, გაწერილია წინასწარ, ამიტომ სიმცირის მიუხედავად სათარგმნი მასალა უნდა მოგვაწოდოთ სულ მცირე 1 სამუშაო დღით ადრე.


ნოტარიული დამოწმების სერვისი თუ გაქვთ?

არა. ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ დიდი მოცულობის მასალებზე, რომელთაც არ სჭირდება ნოტარიული დამოწმება.


ჩვენით უკვე ვთარგმნეთ, შეგიძლიათ შეგვიმოწმოთ?

ჩვენ ვახდენთ მხოლოდ საკუთარი მთარგმნელების მიერ ნათარგმნი მასალების რედაქტირებას.


სხვაგან უფრო იაფად ვათარგმნინეთ, მაგრამ ნათარგმნიდან აზრი ვერ გამოგვაქვს, თქვენთან იგივე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?

აღნიშნული პრობლემა ძირითადად უკავშირდება მანქანური თარგმანის გამოყენებას, რომელიც შორსაა სრულყოფილებისგან. ამიტომ, თუ თქვენთვის ხარისხი გადამწყვეტია - ერიდეთ იაფფასიან მომსახურებას, ვინაიდან თარგმნა, როგორც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი მოითხოვს კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს, სათანადო ანაზღაურებით.


გამოგზავნილ მასალებში ტექსტი ზოგან მეორდება - ფასის კალკულაციისას ხომ გაითვალისწინებთ?

სამწუხაროდ, კალკულაციის პროცესში ტექსტის დეტალური გაცნობის შესაძლებლობა არ გვაქვს (შესაფასებელი მასალების სიუხვიდან გამომდინარე, დღის მანძილზე) შესაბამისად, გთხოვთ გამოგვიყოთ ასეთი ნაწილები, რათა არ მოხდეს მათი განმეორებითი კალკულაცია.


ტრანსლიტის უპირატესობები

ჩვენთან, ტექსტის, ხელშეკრულების, თუ სხვა სახის დოკუმენტის თარგმნისას, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ პროდუქტს, რომელიც შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა: