ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნეს თარგმანი

ნებისმიერი მეტ-ნაკლებად წარმატებული ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია არ შემოიფარგლოს მხოლოდ თავისი ქვეყნის ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობით. საქმიან ურთიერთობათა გეოგრაფიული საზღვრების გაფართოება დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმატებაზე, არამედ კომპანიის იმიჯსა და სტატუსზე საქმიან სამყაროში.

ვინაიდან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გულისხმობს ფინანსური დოკუმენტების მართებულ წარმოებას, სწორად შესრულებული თარგმანი წარმატებული საქმიანი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. ნათარგმნის ხარისხის მიხედვით ფასდება თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და პარტნიორის სანდოობა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური, საბანკო და ფინანსური დოკუმენტები მოითხოვენ ზედმიწევნით სიზუსტეს. უმნიშვნელო შეცდომასაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მოჰყვეს.

ამიტომ, აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე მთარგმნელი უნდა გამოირჩეოდეს დეტალების მიმართ ყურადღებიანობით და ენისა და ტერმინოლოგიურ თავისებურებათა უზადო ცოდნით.

Translit-ში ვთარგმნით შემდეგი ტიპის ეკონომიკურ დოკუმენტებს:

შეკვეთა

ტრანსლიტის უპირატესობები

ჩვენთან, ტექსტის, ხელშეკრულების, თუ სხვა სახის დოკუმენტის თარგმნისას, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ პროდუქტს, რომელიც შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა: