იურიდიული თარგმანი

იურიდიული თარგმანი ითვლება წერილობითი თარგმანის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახეობად. იურიდიული ტექსტებისათვის დამახასიათებელია სპეციალური ტერმინების და გრძელი, რთული წინადადებების სიუხვე, რომელთაგან აზრის გამოტანა ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგაც არ არის მარტივი. ასეთ მასალაში გარკვევა შეუძლია მხოლოდ იურისტს, ან მთარგმნელს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს იურიდიული თემატიკის მასალების თარგმნასა და კორექტირებაში.

იურიდიული თარგმანის დროს მთარგმნელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ხშირად მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული კომერციული გარიგებების, ფინანსური ოპერაციების, თუ დიპლომატიური ურთიერთობების შედეგები. თარგმანის ამ სახეობაში არ არსებობს წვრილმანები, დაუშვებელია ტექსტის ფრაგმენტების გამოტოვება და რაოდენობრივი მონაცემების დამახინჯება.

ჩვენ ვაცნობიერებთ იურიდიული დოკუმენტაციის სიზუსტის მნიშვნელოვნებას და გთავაზობთ ისეთი მთარგმნელების მომსახურებას, რომლებიც კომპეტენტურნი არიან აღნიშნულ სფეროში.

Translit-ში ვთარგმნით შემდეგი ტიპის იურიდიულ დოკუმენტებს:

შეკვეთა

ტრანსლიტის უპირატესობები

ჩვენთან, ტექსტის, ხელშეკრულების, თუ სხვა სახის დოკუმენტის თარგმნისას, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ პროდუქტს, რომელიც შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა: